საბაჟო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი Caucas Transport Solutions
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საბაჟო
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Caucas transport solutions გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო ,საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

Caucas transport solutions აცხადებს ვაკანსიას საბაჟო წარმომადგენლის (ბროკერი) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახელმწიფო-საბაჟო დეკლარაციის მიხედვით საბაჟო პროცედურის წარმოება;
  • პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის ანალიზი;
  • პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, დასაწყობებისა და რეექსპორტისთვის საჭირო საბაჟო პროცედურების ჩატარება;
  • საბაჟო პროცედურების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში კომპანიის საწყობისთვის ტვირთების მიწოდების ორგანიზება.
  • საბაჟო პროცედურების დოკუმენტაციის შედგენა მართვა და კონტროლი.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საბაჟო კოდექსის ძირითადი საკითხების ცოდნა;
  • გამართულად საუბრის მანერა და ინფორმაციის გადმოცემის უნარი;

სამუშაოს შესრულების ადგილი : გაფორმების ეკონომიკური ზონა , სატვირთო ტერმინალი (თბილისი) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@cts.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: www.cts.ge