მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე.  
სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი ;

ფუნქცია/მოვალეობები:  
  • დილით სალაროს დათვლა;  
  • სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;  
  • ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;  
  • დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;  
  • საღამოს სალაროს დახურვა;  
  • ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;  
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;  
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  
  • ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • უპირატესობა მიენიჭება   1C პროგრამის ცოდნას.

სამუშაო პირობები:  
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;  
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.  
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.   
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • Fitpass; 
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის; 
  • მზარდი ანაზღაურება.  
  

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:cv@wishlist.ge