დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია iBuild
მივლინება: არა ხელფასი: 750
დასუფთავება: დამლაგებელი
კომპანია iBuild აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელ კომპლექსში დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: კვირაში 3 დღე, 09:00-18:00 (1 საათი დასვენება)
სამუშაო ადგილი: iBuild საცხოვრებელი კომპლექსი, ნუცუბიძის III პლატო, რამაზ ჩხიკვაძის #16
საწყისი ხელფასი: 750 ლარი.

მოვალეობები:
  • საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიის დალაგება/დასუფთავება. 
  • გაწერილი დასუფთავების გეგმის მიხედვით მუშაობა. 
  • საერთო სარგებლობის სივრცეების, მათ შორის დერეფნების, ვერანდების, ლიფტების, შესასვლელების, ეზოს და სხვადასხვა ზონების დასუფთავება. 
  • კომპანიის საოფისე ფართების დალაგება/დასუფთავება.
  • საწმენდი საშუალებებისა და ინვენტარის კონტროლი და სისუფთავის დაცვა.
  • საჭიროების შემთხვევაში, არსებული ტექნიკური პრობლემების მონიშვნა და ინფორმირება ადმინისტრაციისთვის.
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. თუმცა არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება.
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვის სურვილი.
  • ამ სამუშაოსთვის საჭირო ფიზიკური გამძლეობა და შრომისმოყვარეობა.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა, შენობაში მაცხოვრებელ პირებთან თუ სხვა დასაქმებულ პირებთან კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო.
  • მეგობრული გუნდი და თანამშრომლობისთვის მზარდი პირობები.
  • განვითარების შესაძლებლობა და პროფესიული წინსვლის პერსპექტივა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995 599037080

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!