ფილიალის ხელმძღვანელი

ოზურგეთი სრული განაკვეთი ექსპრეს კაპიტალი +
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ფილიალის მმართველი
შპს მისო ექსპრეს კაპიტალ + აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ბენეფიტები: ულიმიტო სასაუბრო დრო

სამუშაოს აღწერილობა:
  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა, ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
  • გუნდის ეფექტური მართვა
  • ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
  • ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • კლიენტების მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფილიალის საკრედიტო პორტფელის განვითარების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება და შემუშავებული საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • მისოს პოსტერმინალით მომსახურების გაწევა

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com