ღამის ცვლის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 1300
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  

GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის  კონსულტანტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართავა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა,  განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:
  • სასურველია  სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
  • გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა: 
ჭავჭავაძის გამზირი 49 დ, ვაკე

საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი ( 4 საათი შესვენების დრო )
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.