მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა ხელფასი: 1000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
  • თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
  • ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
  • ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
  • ქსელში მარაგის კონტროლი;
 
მოთხოვნები:
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
 
ხელფასი:
ფიქსირებული ხელფასი- 1000 (ათასი) ლარი (ხელზე ასაღები, (Net)
საბუნუსე- 0-დან 200 -ლარამდე ჩეკლისტის ქულებიდან დათვლილი.
 
პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება), დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო შემოიფარგლება დაახლოებით 4-5 ობიექტით.
  • დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათი;
 
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !