პროექტის ადმინისტრაციის ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ალიანსი თბილისი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ადმინისტრაციის ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ,  მასშტაბურ პროექტ “ალიანს ჰაილაინში”. ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც  შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კორესპონდენციის წარმოება;
  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
  • სხვადასხვა სახის შეხვედრების, მივლინებების, სტუმრების ვიზიტების შეთანხმება და ორგანიზება;
  • დიასახლისების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

კანდიდატები, რომლებიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

თუ ფლობთ ინგლისურ ენას  და გსურთ დასაქმდეთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტ “ალიანს ჰაილაინში”, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე l.gochashvili@alliancegroup.ge 2024 წლის 15 ივნისამდე  და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
სამუშაოს ლოკაცია: თბილისი, ილია ჭავჭავაძის #49ბ - პროექტი “ალიანს ჰაილაინი”