ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბიომარკეტი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება ენები: რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
 კომპანია "ბიომარკეტი" ქოლცენტრი, რომელიც 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სილამაზისა და ჯანდაცვის სფეროში, გაფართოების მიზნით ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორებს!
ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს დასაქმებულს, მისი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს იგი ეფექტური მუშაობისთვის, განივითაროს უნარები და შეიქმნას მყარი ფუნდამეტი კარიერული წინსვლისთვის.

ჩვენ გეძებთ შენ, თუ
  • გაინტერესებს გაყიდვების სფერო;
  • გიყვარს ადამიანეთან კომუნიკაცია;
  • გაქვს მომხმარებლის დარწმუნების უნარი;
  • ორიენტირებული ხარ შედეგებზე;
  • ხარ დისციპლინირებული.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:
  • სატელეფონო კომუნიკაცია დაინტერესებულ მომხმარებელთან;
  • პროდუქციის პრეზენტაცია;
  • უკვე დაინტერესებული მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • გარიგების დადება და შეკვეთის CRM პროგრამაში გაფორმება.

რას გთავაზობთ?
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათი (საათები შეთანხმებით),
  • საათობირივი ანაზღაურება და საბონუსე სისტემა (საშუალოდ: 800-1500 ლარი).
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა,
  • პროფესიული ტრენინგ-კურსები,
  • მეგობრული გუნდი,
  • სასიამოვნო გარემო,
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა
  • FirPass

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.abuladze.biomarket@gmail.com, subject_ში აუცილებლად მიუთითეთ გაყიდვების მენეჯერი! 

გისურვებთ წარმატებებს!