მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Brunch by Gastronome
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  
 
Brunch By Gastronome, -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა 
  • სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება
  • თავაზიანი და სწრაფი მომსახურება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება 
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

ფილიალის ადგილმდებარეობა:
აბაშიძის ქ. 10

ანაზღაურება: 1000 ლარი
სტაჟირება: 1 კვირა ( ანაზღაურებადი )
ზეგანაკვეთური საათების  ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად. 
სამუშაო დრო : კვირაში 40 სამუშაო  საათი 
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge  
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს! 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ „ შპს გასტრონომ ბრანჩი „ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.