სამეურნეო ჯგუფის ხელმძღვანელი

გარდაბანი სრული განაკვეთი ნუტრიმაქს პეტფუდი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის  ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.  
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია “ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე:

პასუხისმგებლობები:
  • გარე ტერიტორიის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • სამეთვალყურეო სისტემების მონიტორინგი – კამერები, სიგნალიზაცია, სახანძრო სისტემები და სხვა.
  • ავტოპარკის კონტროლი - კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის მონიტორინგი;
  • ენერგომატარებლების სისტემების კონტროლი – ელექტროენერგია, გაზი, წყალი, მაღალი ძაბვა;
  • სამეურნეო ტიპის სახარჯი მასალების მონიტორინგი, შეკვეთა, მასალების აღრიცხვა, გაცემა, ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • შენობების ექსპლუატაციის მონიტორინგი;
  • სარემონტო სამუშაოების ორგანიზება;
  • საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ;
  • სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: MS Excel,  MS Word, MS Power Point;

დამატებითი დეტალები:
  • სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონი  სოფ. გამარჯვება;
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი;
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას და კვებას;
  • კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 5 ივლისის ჩათვლით,  მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სამეურნეო ჯგუფის ხელმძღვანელი“.
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.