მცხობელი

თბილისი სრული განაკვეთი Holiday Inn
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
ROOMS-ი რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS  KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს მცხობელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • დახმარება გაუწიოს მთავარ მცხობელსა და მზარეულს;
  • მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
  • უზრუნველყოს საცხობის, მაცივრების, დანადგარების, ღუმელებისა და სამზარეულოში არსებული ინვენტარის ზედაპირების სისუფთავე;
  • მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
  • დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
  • აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
  • გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში; 

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;

დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  1 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@hi-tbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.