იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოდიზელი ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, 
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია მოვალეობები:
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;
  • წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში (სასამართლო, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში);
  • კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
  • იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირებისა და მათი პრევენციის სახით შემცირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან/და  სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია; 
  • კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო  იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა; 
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
  • კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია, ჩაითვლება უპირატესად);
  • სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა;  
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.  

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge   გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.