ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ადმინისტრატორს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge).  ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.  ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ხელმძღვანელის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • შეხვედრების ორგანიზება - დროის შეთანხმება, განრიგის შედგენა, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • Outlook კალენდარის მართვა;
  • ხელმძღვანელთან და გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების საკითხებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
  • სხვადასხვა მიმართულებით, რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება;
  • დოკუმენტების და ოფიციალური წერილების მომზადება;
  • სხვადასხვა დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის შიდა CRM  პროგრამებში მუშაობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე  პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ენები: ინგლისური ენა - B2/C1  / რუსული ენა - B2;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ  გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 ( ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი ( 09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: 1500 – 1800 ლარი (Net)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ადმინისტრატორი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!