საწყობის ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გააკეთებ?
  • წარმოებული პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროგრამაში (1C) ასახვა;
  • ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება;
  • შეკვეთების დარეგისტრირება პროგრამაში/ინვოისის მომზადება;
  • გაყიდვების ობიექტების მიხედვით პროგრამულად გადაადგილებების გაკეთება და ზედნადებების გაწერა;
  • შეკვეთებში შეტანილ ცვლილებებზე გაყიდვების ობიექტების მყისიერი ინფორმირება;
  • გაყიდვების ობიექტებისთვის პროდუქციის მარაგებზე/მეტრაჟებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • დაკომპლექტებული/დასაკომპლექტებელი პროდუქციის დარეზერვება;
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  • გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

სასურველია: 
  • 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • ხართ ორგანიზებული და პუნქტუალური.

რას გთავაზობთ?
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • ანაზღაურება: 1000 ლარი;
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ლერმონტოვის ქუჩა №135.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.