ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებებში.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 8 და 16 საათიანი მორიგეობები;                                                                                          

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წელი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: Vacancy@vivomedical.ge, მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთანი“ და თქვენთვის სასურველი მიმართულება .
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.