ქოლ ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი არ სი
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი

„ჯი არ სი“ –  2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში. 

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. „ჯი არ სი“ ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/


„ჯი არ სი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ

გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა


მოვალეობები:

  • შემომოსულ ზარებზე პასუხი;
  • ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მონაცემთა ბაზის ფორმირება, გამოყენება Remarketing-ის მიზნით;
  • CRM-ისათვის მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
  • ზარების სპეციალურ პროგრამაში მონაცემების ასახვა.


მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • გამართული მეტყველება;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • ანალიზის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


 დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2024 წლის 23 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  „ქოლ ცენტრის ოპერატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„ჯი არ სი“ გისურვებთ წარმატებას!