ოფისის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეტექსი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
ჯეტექსი ISO სერტიფიკატის მქონე უნივერსალური კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან თავის მომხმარებელს საინჟინრო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ელექტროობის, სუსტი დენების, გათბობა-გაგრილების სისტემების, სახანძრო უსაფრთოების სისტემების  პროექტირება-მოწყობა, ჰაერსატარისების წარმოება-მონტაჟი და კარ-ფანჯრის პროექტირება-მონტაჟი.  
ჩვენი გუნდი დაკოპლექტებულია ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით, რომლებიც ტექნოლოგიური სიახლეების მიხედვით მუდმივად გადიან გადამზადებას. ჯეტექსი ორიენტირებულია მომსახურების მაღალ ხარისხზე, შესაბამისად ჩვენ ვთანაშრომლობთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და სწორედ მათი პროდუქციით ვუზრუნველყოფთ თითოეული პროექტის საერთაშორისო სტანდარტებით შასაბამის მომსახურებას.

კომპანია ჯეტექსი აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

  • ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
  • გრაფიკი: სრული (10:00სთ - 18:00სთ)
  • დასვენების დრეები: შაბათ-კვირა და სადღესასწაულო დღეები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პერსონალის ორგანიზების ხელშეწყობა.
  • ორგანიზაციული კომუნიკაციისა და საქმისწარმოების ერთიანი კოორდინაცია.
  • შემავალი და გამავალი კორესპონდენციების კოორდინირება.
  • ოფისში საქმიანი შეხვედრების ორგანიზება და მხარდაჭერა.
  • კომპეტენციის ფარგლებში საოფისე-საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება.

საჭირო უნარები:
  • კომუნიკაბელურობა,
  • პასუხისმგებლობის გრძნობა,
  • ორგანიზებულობა

ცოდნა:
  • ბაკალავრის ხარისხი.
  • Windows, MS office, Google პლატფორმები.
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა გამართულად, სასაუბრო დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია:
  • დამატებით პლიუსად ჩაითვლება სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

რეზიუმე ქართულ ენაზე გადმოაგზავნეთ ფოსტაზე: irakli.okitashvili@gmail.com
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 33 77 44