ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯაოკენი
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად:  მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი 
გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 2000ლ 

ფუნქცია მოვალეობები: 
  • ინვენტარიზაციის დაგეგმვა, შესრულება და შედეგების ანალიზი
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია/აღწერა;
  • აღწერილი ნაშთების შედარება პროგრამულ ჩანაწერებთან
  • აღწრილი ნაშთების გასწორება პროგრამულად
  • დაზიანებული პროდუქციის აღწერა და პროდუქციის ჩამოწერის ორგანიზება
  • ჩატარებული აღწერა/ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის შედგენა
  • ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • პასუხისმგებლიანი
  • დისციპლინარული

ჩვენ გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • სადაზღვევო პოლისს.
  • კორპორაციულ ფასდაკლებას. 
  • პროფესიულ განვითარებას.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაბად.  
  • ინდივიდულაური გასაუბრება
  • ტესტი 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში (Subject) მიუთითეთ       ვაკანსიის დასახელება  „ინვენტარიზაციის სპეციალისტი“

გისურვებთ წარმატებას