საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი მედიკ
ხელფასი: 1100 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
თბილისი მედიკი მე_14  წელია ზრუნავს  სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს. თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.  

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).  
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. 
განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. 
 
ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას  საწყობის თანამშრომლის   პოზიციაზე. 

 
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: 
  • შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა/დასაწყობება;
  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა;
  • გასული ტვირთების დროული აღრიცხვა, აღწერა და უსაფრთოხების სტანდარტის შესაბამისად ტრანსპორტის დატვირთვა;
  • საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის დატვირთვა ავტომობილში;
 

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: 
  • ავტომობილის მართვა; 
  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 

 
თუ სხვებისგან გამოგარჩევს: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  • მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ. 

 
თბილისი მედიკში დაგხვდება: 
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; 
  • სამედიცინო დაზღვევა; 
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება; 
 
სამუშაო პირობები: 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:00 საათი 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100 ლარი +  ბონუსი. 

 
 დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge