ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
  • გამართულად მეტყველების უნარი
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი
  • პაციენტის წინასწარი ჩაწერა
  • Facebook- ის გვერდზე შეტყობინებებზე პასუხი
  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00 საათიდან 23:00 საათამდე
შაბათი: 15:00 საათიდან 23:00 საათამდე
კვირა: 10:00 საათიდან 23:00 საათამდე
აღნიშნულ პოზიციაზე განსაზღვრულია ორი თანამშრომელი, რომლებიც იმუშავებენ სამორიგეო გრაფიკით.
ანაზღაურება: საათში 5 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“.
შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ
გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04 ;