უფროსი სპეციალისტი ბათუმის იუსტიციის სახლში

ბათუმი სრული განაკვეთი იუსტიციის სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 1729
განათლება: ბაკალავრი
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 500 - მდე სერვისს აწვდის.

სსიპ „იუსტიციის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტი ბათუმის იუსტიციის სახლში (სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" სერვისების მიმართულებით)
სამუშაო ადგილი: ბათუმი

თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - უფროსი სპეციალისტი ბათუმის იუსტიციის სახლში (სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" სერვისების მიმართულებით)
სამუშაო ადგილი: ბათუმი

განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა 16.06.2024

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე