გაყიდვების თანამშრომელი

ზესტაფონი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე ავტოტექნოსგუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ავტოტექნო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების თანამშრომელი 
ადგილმდებარეობა: ზესტაფონი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 800-1000 NET+ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზარზე არსებული სხვადასხვა სექტორების (სადისტრიბუციო, გადამზიდავი, ბიზნესის იმპორტიორი და ა.შ.) მოძიება და მათი დეტალური შესწავლა;
  • პროდუქციის და სერვისების შესწავლა, აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და ფორმირება;
  • გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
  • გეგმებისა და ამოცანების შესრულება;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • CRM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია: სატვირთო მანქანების, მძიმე ტექნიკისა და მათი ზოგადი ფუნქციონალების ცოდნა;
  • სასურველია: ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ გეგმებზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერული წინსვლას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს
  • დაზღვევასა და Fitpass-ს;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტთან;
  • გასაუბრება გაყიდვების განყოფილების უფროსთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების თანამშრომელი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი
პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!