კურიერი

ზუგდიდი სრული განაკვეთი DHL
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ზუგდიდში.

სამუშაო პირობები:
განაკვეთი: ნახევარი
ანაზღაურება: 800 ლარი..

ძირითადი მოვალეობები:
  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ჩამოსული ამანათების დახარისხება;
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
  • ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - Bკატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დედტალებზე ორიენტრირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 23 ივნისი ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.