პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტი

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 1000
სამედიცინო: მედდა
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტის   პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა:  თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო;
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; შაბათი: 10:00 საათიდან 15:00 საათამდე
ანაზღაურება:  1000 (net) ლარი;

ძირითადი ფუნქციები:
  • პრეანალიზური, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა პროცედურებში გაწერილი პასუხისმგებლობების შესაბამისად;
  • კლინიკებიდან  თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;
  • მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
  • ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა; 
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა  ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი)

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის  არანაკლებ 6 თვიანი  სამუშაო გამოცდილება

ცოდნა და უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე vacancy@zhordaniaclinic.ge - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ექთანი ლაბორანტი“ 

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.