ექიმი ლაბორანტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა ხელფასი: 1100
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: ლაბორატორია/პათოლოგია
თბილისის ცენტრალური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიის მიმართულებაში ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა:  ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 დღე (მონაცვლეობით)
ანაზღაურება:  1100 (net) ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • ლაბორატორიის პრეანალიზური, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურებისუზრუნველყოფა;
  • საანალიზო მასალის მოთხოვნა და კვლევის პროცესის სწორად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • ნიადაგების, რეაქტივების და ანტიბიოტიკების დისკების ვადების მკაცრი დაცვა;
  • მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
  • გარემო პირობების და მოწყობილობების ტემპერატული რეჟიმის მონიტორინგი/აღრიცხვა;
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:    
  • უმაღლესი პროფესიული განათლება (მედიცინა/ბიოლოგია)
  • სამედიცინო საქმიანობის რეგულირებით განსაზღვრული სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში;

სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიკრობიოლოგიური მიმართულების პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე hr@vivomedical.ge - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ექიმი ლაბორანტი (მიკრობიოლოგია)“ 
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.