ხარჯების კონტროლერი

თბილისი სრული განაკვეთი RESTOSOFT
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური კონტროლერი
შპს რესტოსოფტი აცხადებს ვაკანსიას Cost-controller-ის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
  • მუშაობის გამოცდილება კვების და სასმლის სექტორში (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბაზისო უნარები MS Excel და Word;
  • დეტალებისადმი ყურადღება და ანალიტიკური აზროვნება;
  • უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული;
  • ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის და პოზიტიური ურთიერთობების დამყარების უნარი, როგორც კოლეგებთან ასევე, მომხმარებლებთან.

სამუშაოს აღწერილობა:
  • მარაგების კონტროლი;
  • ტექნიკური ბარათების შექმნა და რედაქტირება;
  • მიღებების გატარება პროგრამაში;
  • ჩამოწერების გატარება;
  • შიდა გადაადგილების გატარება;
  • აღწერის შეყვანა და ანალიზის ჩატარება;
  • მენიუში ცვლილებების განხორციელება (ფასის ცვლილება, დამატება/წაშლა და ა.შ.);
  • რეპორტინგი;
  • უშუალო ზემდგომისგან მიღებული დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;

Ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • მუშაობას გამოცდილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Contact@restosoft.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Cost Controller" . გისურვებთ წარმატებებს