პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სხვა: ბიზნეს ადმინისტრირება
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

სამუშაო ადგილი: დიღომი 7 , პ. ყურაშვილის 6
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • კომპანიის საოპერაციო და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი სისრულეში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • რეპორტების მომზადება/გენერაცია და უშაულო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • დაქვემდებარებული დეპარტამენტების მიერ სამუშაოს კოორდინირებულად შესრულების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება,რომელიც კავშირშია მის კომპეტენციასთან;
  • დაქვედებარებული თანამშრომლების დავალებების გადანაწილება და შესრულებული დავალებების კონტროლი;
  • საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული პროგნოზების შემუშავება, რისკების შეფასება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ( ბიზნეს ადმინისტრირების, ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
  • სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!