ტექნიკური ინჟინერი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: რუსული
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
მშენებარე სასტუმრო კომპლექსის ,,Hampton by Hilton“ პროექტის  ფარგლებში, ტურინვესტ ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკური ინჟინერის პოზიციაზე
კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს: მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.
არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.

საქმიანობის სფერო:
მშენებლობა;
საპროექტო-ტექნიკური ზედამხედველობა;
საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო სფეროში საპროექტო, სამუშაო, ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა.
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი და შემუშავებული სამუშაო გრაფიკიდან გადახრების გამოვლენა.
  • კომპანიის საწარმოო განყოფილებებისა და ქვეკონტრაქტორებისთვის სამუშაო გეგმების გაცემა, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა, სამუშაოთა ზოგადი ჟურნალის წარმოება.
  • კომპანიის საწარმოო განყოფილებებისა და ქვეკონტრაქტორი სამშენებლო ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა, სამუშაოების ზოგადი ჟურნალის წარმოება.
  • კომპანიის დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილის მომზადება, რათა ექსპლუატაციაში შესვლისას  შეფასდეს კაპიტალური მშენებლობის პროექტი ტექნიკური რეგლამენტის, მარეგულირებელი ტექნიკური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისობა სამშენებლო, საპროექტო და სამუშაო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
  • საპროექტო გადაწყვეტილებებისა და სამშენებლო სამუშაოების მოცულობების ცვლილებათა წინადადებების მომზადება და კოორდინაცია დამკვეთთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან/და დამატებითი პროფესიული განათლება სამშენებლო/საინჟინრო  მიმართულებით;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო კაპიტალურ პროექტებში(რეკონსტრუქცია/ კაპიტალური რემონტები)       მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B1 დონე)
  • Autocad-ში მუშაობის გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები: 
საცხოვრებელი ადგილი: ბათუმი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: vacancy@tourinvestgroup.com
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ტექნიკური ინჟინერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!