ბიზნეს პროცესების აუდიტის/მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სხვა: ბიზნეს ადმინისტრირება
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების აუდიტის/მონიტორინგის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • დაკვირვება პროცესებზე რეალურ დროსა და სივრცეში;
  • სხვადასხვა პროცესების ურთიერთშესაბამისობის მონიტორინგი;
  • ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, არსებული პროცესების და პროცედურების ანალიტიკის საფუძველზე განსახორცილებელი ცვლილებების ინიცირება;
  • ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების, უზუსტობების აღწერა, დოკუმენტირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • დოკუმენტირებული პროცესების განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
  • ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მომსახურებაში არსებული და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზარების პერიოდული მონიტორინგი და რეპორტების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილების განხილვა, მიზეზების განხილვა/ანალიზი, დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-s მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლითhttps://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე