ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
  • ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
  • სწავლის თანადაფინანსებას;
  • განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის შესყიდვა და უკან დაბრუნება;
  • მომწოდებელთან  შეკვეთების ფორმის დროული მომზადება და მათთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;  
  • მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
  • სალაროს წარმოების კონტროლი;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების კონტროლი;
  • პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან ურთიერთობა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ);
  • სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ხიმშიაშვილის #4;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ ლინკი: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_14ccf/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557671919
აღნიშნულ ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ