მაღაზიის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს:  მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრს  მაღაზიის მენეჯერის   პოზიციაზე  ქ. ბათუმში;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
  • ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
  • სწავლის თანადაფინანსებას;
  • განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
  • პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
  • მომხმარებლებთან დროული და სწორი ანგარიშსწორების კონტროლი;
  • მომსახურების  სტანდარტის დაცვის კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა, მომხმარებლების მხრიდან წამოსული პრობლემების მუდმივი ანალიზი და გამოსწორებაზე ზრუნვა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • მაღაზიაში ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
  • სააქციო პროდუქციის სწორად განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რითეილში მუშაობის გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე;
  • პროგრამა 1C ცოდნა (სასურველია);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კუმუნიკაციის უნარი;
  • ყურადღებიანი და თავაზიანი;
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ);
  • სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ხიმშიაშვილის #4 /ლერმონოვის #65;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:   hr@daily.ge ;  გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. შეავსოთ ლინკი:https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_14ccf/ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:  +995 557671919
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!