მითერი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა რეიმანი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი;
  • პაციენტების ოპტიმალური გადანაწილება და რიგის მართვა;
  • აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება;
  • პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)

ცოდნა, უნარები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 სანდრო ეულის ქუჩა, 0186, თბილისი

შერჩევის ეტაპები:
  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ
 
პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.helio-ai.com/apply/6twnoq37ktfp05go
გაცნობებთ, რომ კლინიკა „რეიმანი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე