თავმჯდომრის თანაშემწე

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციაზე.

თავმჯდომარის თანაშემწე:
  • სააგენტოს თავმჯდომარის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მიმდინარე დავალებების შესრულება, ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია;
  • სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
  • შემოსულ მეილებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • დოკუმენტაციის თარგმნა;
  • პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კორესპონდენციის მიმოცვლა;
  • სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე და მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული წერილების წარმოება;
  • სტუმრების მიღების ორგანიზება;
  • სამსახურებრივი საჭიროების შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
 

მოთხოვნები:
  • განათლება: ბაკალავრი;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.


უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 17 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge .  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - თავმჯდომარის თანაშემწე.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.