ექიმის ასისტენტი/ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
სამედიცინო: მედდა
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეპროდუქციული მედიცინის დეპარტამენტში ექიმის  ასისტენტის/ექთანის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ადგილმდებარეობა:  თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო;
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე (კვირაში 5 დღე); 
ანაზღაურება:  1000 - 1200 (net) ლარი;

ძირითადი ფუნქციები:
  • ექიმის (მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის) დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებში მონაწილების მიღება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
  • ექიმის ასისტენტის/ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:    
  • დიპლომირებული მედიკოსი/რეზიდენტი/პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
  • სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ცოდნა და უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე vacancy@zhordaniaclinic.ge - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ექიმის ასისტენტი/ექთანი“

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.