ხარისხის ტრენინგი

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ხარისხის ტრენინგს 

 კურსი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებისა და პრაქტიკის სიღრმისეულ შესწავლას უმაღლესი განათლების კონტექსტში.

ტრენინგის მოკლე კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს აქვს ინფორმაცია ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესები, შიდა და გარე ხარისხის შეფასება, საერთაშორისო აკრედიტაცია, ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების სტრატეგიები და დაინტერესებულ მხარეთა როლი ამ პროცესში.
ლექციების, შემთხვევების შესწავლისა და პრაქტიკული სავარჯიშოების კომბინაციით დამსწრეები გამოიმუშავებენ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური სისტემების დიზაინის, დანერგვისა და მართვისათვის.
ტრენინგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერებისათვის და უზრუნველყოფს მათ აღჭურვას იმ უნარებით, რაც აუცილებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის კულტურის გასაუმჯობესებლად.

ტრენინგის ღირებულება 500 ლარი.
კურსის ხანგრძლივობა - 5 დღე. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორი საათი.
საკითხავი მასალა მსმენელებს მიეწოდება ელექტრონულად. კურსში გათვალისწინებულია როგორც თეორიული სწავლების ფორმატი, აგრეთვე პრაქტიკული აქტივობები. კურსის მასალების სრული გაგებისთვის რეკომენდირებულია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

ტრეინინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა:

ტრენერები
  • არჩილ ჯანგირაშვილი - საქართელოს უნივერსიტეტის ხარისხის უზღუნველყოფის სამსახურის უფროსი, ლექტორი. არჩილი არის სამართლის მაგისტრი და დოქტორანტი. წლების განმავლობაში იგი უძღვებოდა საქართველოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ინსტიტუტციური ავტორიზაციის პროცესებს. იგი ასევე ჩართულია უნივერსიტეტის პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებშიც. არჩილი მუდმივად მონაწილეობს ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ვორკშეპებში.
  • ქეთევან გეგიაძე - საქართელოს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციების განყოფილების უფროსი, ლექტორი. ქეთევანი არის სამართლის მაგისტრი და დოქტორანტი. მას აქვს უმაღლესი განათლების სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ავრორიზაიციის და აკრედიტაციის საკიტხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ქეთევანი მუდმივად მონაწილეობს ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ვორკშეპებში.

კურსის შინაარსი

1.ხარისხის მართვის გაცნობა უმაღლესი განათლების სფეროში

თეორიული კომპონენტები:
  • ხარისხის მნიშვნელობა უმაღლესი განათლების სფეროში
  • ხარისხის განსაზღვრა უმაღლეს განათლებაში
  • ისტორიული კონტექსტი და ევოლუცია
  • დაინტერესებული მხარეები და მათი როლი
  • ძირითადი ცნებები და ტერმინოლოგია
  • ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლი და ხარისხის გაუმჯობესება
  • აკრედიტაცია, სტანდარტები და კრიტერიუმები

პრაქტიკული კომპონენტები:
  • ჯგუფური დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ხარისხი მონაწილეები იზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მოსაზრებებს
  • შემთხვევის შესწავლა: ხარისხის გაუმჯობესების წარმატებული ინიციატივები განხილვა და რეალური მაგალითების განხილვა

2.გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

თეორიული კომპონენტები:
  • გარე ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვა (EQA) 
  • EQA სისტემების ტიპები (მაგ., აკრედიტაცია, აუდიტები, შეფასებები)
  • სამთავრობო ორგანოები, აკრედიტაციის სააგენტოები და პროფესიული ორგანიზაციები 
  • საერთაშორისო სტანდარტები (მაგ., ESG, INQAAHE რეკომენდაციები)
  • საერთაშორისო აკრედიტაცია და ავტორიტეტული მააკრედიტებელი ორგანიზაციები (ABET, ASIIN, სხვ.)
  • ეროვნული და რეგიონალური სტანდარტები

3. შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები თეორიული კომპონენტები: 
  • შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმოხილვა (IQA)
  • IQA როლი უწყვეტ გაუმჯობესებაში
  • ეფექტური IQA სისტემის კომპონენტები
  • მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტები

4.გარე და შიდა ხარისხის მექანიზმების ინტეგრაცია თეორიული კომპონენტები:
  • EQA და IQA-ს სინერგია
  • როგორ ავსებენ ერთმანეთს ექსტერნალური და ინტერნალური მექანიზმები
  • ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკები
  • გამოწვევები და გადაწყვეტილებები
  • EQA და IQA ინტეგრაციის საერთო გამოწვევები
  • სტრატეგიები ამ გამოწვევების დასაძლევად

პრაქტიკული კომპონენტები:
  • ჯგუფური აქტივობა: EQA და IQA პროცესების რუკირება
  • მონაწილეები ქმნიან ვიზუალურ რუკას, თუ როგორ ურთიერთობენ EQA და IQA პროცესები
  • შემთხვევის შესწავლა: ინტეგრირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები
  • წარმატებული ინტეგრაციის მქონე დაწესებულებების ანალიზი და განხილვ

5.განხორციელება და უწყვეტი გაუმჯობესება თეორიული კომპონენტები:
  • ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განხორციელების სტრატეგიები
  • ეტაპობრივი გზამკვლევი განხორციელებისთვის
  • ლიდერობისა და მართვის როლი 
  • უწყვეტი გაუმჯობესება უმაღლესი განათლების სფეროში
  • უწყვეტი გაუმჯობესების ინსტრუმენტები და ტექნიკები
  • მონიტორინგისა და უკუკავშირის მექანიზმები

პრაქტიკული კომპონენტები:
  • სამოქმედო გეგმის განვითარება
  • მონაწილეები ქმნიან სამოქმედო გეგმას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განხორციელებისთვის საკუთარ დაწესებულებებში
  • საბოლოო დისკუსია და კითხვები
  • კურსის შეჯამება
  • კითხვა-პასუხი
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე