მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც დაარსდა 2001 წელს და დაარსების დღიდან დღემდე აწარმოებს 15 - მდე დასახელების მაღალი ხარისხის ხაზის სხვა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს: შატო ასკანა, გურამიშვილის მარანი, ლიმიტირებული კოლექცია, ქვევრის ღვინო, შატო მანავი, ზიარი კრიკი, ძველი კახეთი, ტაბლა, ღვინო თიხაში, ჩაკრულო, შამპანური, ცქრიალა ღვინო, ბრენდი, ჭაჭა.

ამასთანავე  KTW ჯგუფი ფლობს ხილის 2 გადამამუშავებელ ქარხანას აჭარასა და გურიაში, რომელიც ნენას ბრენდის ქვეშ აერთიანებს უგემრიელეს კონსერვაციას (კომპოტი, მურაბა, ჯემი, თაფლი, საწებელი, მარინადები და ა.შ.

გარდა ამისა, KTW ჰოლდინგი ფლობს: ღვინის მაღაზიებს, სასტუმრო-რესტორნებს, მარნებს, ღვინისა და ხილის საწარმოებს, ვენახებს, სამშენებლო კომპანიას, ზეთისხილის და თხილის პლანტაციებს და სადისტრიბუციო კომპანიას.

KTW ჯგუფში ჯამში 2500 - ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იზრდება ასევე საექსპორტო ქვეყნების სიაც, რომელიც დღესდღობით 30-მდე ქვეყანას მოიცავს. უფრო ვრცლად ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას მისაღებად, ეწვიეთ ლინკს: https://ktwgroup.ge/ 
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 6 სამუშაო დღე)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • დაზღვევას;
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და ხელმძღვანელთან შეთანხმებული პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
  • პროდუქციის განლაგება FIFO-ს მეთოდის დაცვით;
  • პროდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში;
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „მერჩენდაიზერი.“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!