მოლარე-ოპერატირი

თბილისი სრული განაკვეთი Midea
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: მოლარე
 "Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მოლარე ოპერატირის “ პოზიციაზე ფარსადანის # 7-ში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სალაროს ოპერაციების წარმოება, კონტროლი, დღის დახურვა, ინკასაციისთვის ფულის გამზადება; 
  • პროდუქციის განახლებული ფასების ასახვა პროგრამაში, შეკვეთის გატარება/დასრულება; 
  • 1 c პროგრამაში ტერმინალით გადახდილი თანხის ბანკში რეალურად ასახული თარიღის მიხედვით კორექტირება; 
  • ზედნადებისა და საგარანტიო ტალონის გამოწერა.
  • საქონლის უკან დაბრუნების/გადაადგილების დოკუმენტაციის შექმნა/პროგრამაში ასახვა; 
  • დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა  (1c)
  • ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • სისხარტე;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. 09-18 საათამდე ან 11-20 საათამდე,(გრაფიკი ცვლადია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge  2024 წლის  15 ივლისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
  • გასაუბრება;

შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!