ავტომტვირთავის მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური  ბოთლერი, საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში, საწყობში ავტომტვირთავის მძღოლის  თანამდებობაზე. 
კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია მზა პროდუქციის მიღებაზე, დაცლაზე/დატვირთვაზე და დასაწყობებაზე სახეობის და ვადების მიხედვით;
  • საბაჟო საწყობებიდან განბაჟებული პროდუქციის გადმოტანა დასაწყობება;
  • დისტრიბუციის მიერ რეალიზებული პროდუქციის ავტომანქანებზე დატვირთვა;
  • მზა პროდუქციის საწყობში გადატანა და დასაწყობება;
  • რეგიონების, ექსპორტის ტრაილერების მზა პროდუქციით დატვირთვა;
  • იმპორტირებული პროდუქციის მიღება, დაცლა, დასაწყობება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე,  6 თვიანი  გამოცდილება;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდურობა.

ბენეფიტები:
  • ანაზღაურება 1500 ლარი ( ხელზე ასაღები) ;
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია დაგვიკავშირდეს +995 595091132 ან  გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე:  hr@pepsi.ge  პოზიციის დასახელება „ ავტომტვირთავის მძღოლი „  უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 19.07.2024წ.
კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.