თონის პურის მცხობელი

ბათუმი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 400 ფილიალზე  მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  
  

 შპს „რითეილ ჯგუფი“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“  დასაქმების მსურველებს იწვევს თონის პურის მცხობელის პოზიციაზე ბათუმში.



ფუნქცია მოვალეობები:

  •  თონის პურის ცხობა  შემუშავებული შიდა სტანდარტის მიხედვით;
  •  სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა(თონის ან/და საჭირო დანადგარების მოწესრიგება);
  •  სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა
  •  პროდუქციის დროულად მოხვედრა დახლზე და ვადაგასული პროდუქციის მოხსნა დახლიდან;
პიროვნული მოთხოვნები:
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დროის მართვა;
  •  დროის მართვის და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

 

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი ინასარიძის ქ.N7
  • სამუშაო განაკვეთი: 08:00 დან 20:00 -მდე , თვეში 15 სამუშაო დღე.


დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე hr@magniti.ge  და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნომ : +995 558 30 07 77

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „რითეილ ჯგუფმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

„მაგნიტი“  გისურვებთ წარმატებას!