გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი კერამიკა საქართველო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კერამიკა საქართველო , რომელიც წარმოადგენს მსოფლიო დონის ბრენდების ინოვაციურ პროდუქტებს სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალების მიმართულებით , აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე:

მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ ;
  • შოურუმში ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ოპერატორთან გადამისამართება და შეკვეთის გაფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
  • სასურველია სარემონტო -მოსაპირკეთებელი მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს.
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N18;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: ceramicageorgia@leadersystem.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ გაყიდვების კონსულტანტი“.


ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.   
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ceramicageorgia@leadersystem.ge