მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.  “მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით; კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული. 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილისში,  .

 ფუნქცია - მოვალეობები
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე;
  • შეასრულოს ყველა  შეკვეთა ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით;
  • უზრუნველყოს  მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
  • ტექნოლოგის მიერ შექმნილი რეცეპტურის და კალკულაციების ზედმიწევნით დაცვით პროდუქტის მომზადება;
  • არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/გარეცხვა/განთავსება/დასაწყობება;
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
  • იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.
  • შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში. 
  • თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას ცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან წარმოების მენეჯერს.
  • ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი  პასუხისმგებლობა ვლინდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • გამოცდილება აუცილებელი არ არის, საქმეს ადგილზე შეგასწავლით.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება , 12 საათიანი გრაფიკი

დაინტერესების შემთხვევაშუ გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავსირდით ნომერზე +995 577 24 40 97. 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!