დამლაგებელი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერი
მივლინება: არა ხელფასი: 700
დასუფთავება: დამლაგებელი
„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური
წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. „სუპერი“ ბაზარზე წარმოდგენილია ფიზიკური მომსახურების 15 სივრცითა და ელექტრონული
მაღაზიით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მაღაზიის დამლაგებლის თანამდებობაზე ვეძებთ.

მაღაზიაში აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს ორი თანამშრომელი.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
  • სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 20:00
  • ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
  • რაოდენობა: 1 ვაკანტური თანამდებობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
  • მომსახურების სივრცის მოწესრიგება, დასუფთავება;
  • ფილიალის დამხმარე სივრცეების, სველი წერტილების დასუფთავება;
  • ფილიალის მიმდებარე სივრცის მოწესრიგება;
  • ნარჩენების გატანა;

მოთხოვნები:
  • სასურველია, იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში:
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - დამლაგებელი)
დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://rb.gy/qcwxa1
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ
მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო
ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერგამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის
ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !