ავტონაწილების პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1800
გაყიდვები: პრისელერი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: ავტონაწილების პრისეილერი
ადგილმდებარეობა: ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1500-1800 (NET) + ბონუსი(საშუალო ანაზღაურება 4500-5500)

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში გაწერილი გეგმების შესაბამისად, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის მიმართულებით, საცალო, საბითუმო, და კორპორატიული გაყიდვების პროცესის წარმოება
  • ბაზრის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, მოთხოვნადი სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების იდენტიფიცირება.
  • ახალი სერვისების დანერგვა და გაყიდვების ქსელის განვითარება, გაფართოებაზე მუშაობა;
  • დღის, კვირის ეფექტიანი დაგეგმარება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად დარეგულარულ თათბირებსა და საბჭოებში მონაწილეობის მიღება.
  • ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
  • სექტორის შემადგენლობის გაძლიერებაზე მუდმივი ზრუნვა.
  • ფასების ცვლილებების არგუმენტირებული ინიცირება, შესაბამისი ჩანაწერებით.
  • საჭიროების შემთხვევაში, კლიენტების პრეტენზიებისა და უკმაყოფილებების მართვა მათთან კომუნიკაციის გზით.
  • გაყიდვების რეგულარული ანალიზის წარმოება;
  • რეპორტინგის სრულყოფილებისთვის საჭირო პროგრამული-ტექნიკური დავალებების ინიცირება და სხვა;
  • სათადარიგო ნაწილების სადისტრიბუციო ქსელის აწყობა განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სათადარიგო ნაწილებსა და სერვისის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. ქსელური ტიპის ბიზნესებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ ავტონაწილების პრისეილერი’’ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი

ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!