მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი გალერი პალასი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  •  საშუალო ან პროფესიული განათლება;
  •  ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  •  მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  ორგანიზებულობა;
  •  თავაზიანობა;
  •  პუნქტუალურობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  •  მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  •  თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  •  კვებით უზრუნველყოფას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2024 წლის 31 ივლისამდე

სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!