მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
კომპანია რომელიც ოპერირებს აზარტული თამაშების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთა უმაღლესი დონის მომსახურებასა და წარმატებული სათამაშო გამოცდილების მიღებაზე. ახალი გუნდის წევრებს ვპირდებით დინამიურ და საინტერესო სამუშაო გამოცდილებასა და გარემოს.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე_ 40 საათი, 2 დღე დასვენება
*სამუშაო გრაფიკი გათვალისწინებულია 3 ცვლაში 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა: მიიღოს მომხმარებლების შემომავალი ზარები, ელფოსტა და პირდაპირი ჩეთის მოთხოვნები ანგარიშის საკითხებთან დაკავშირებით, თამაშების მოთხოვნებსა და სხვა დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით;
  • პრობლემის გადაჭრა: მომხმარებელთა საჩივრებისა და საკითხების ეფექტურად და პროფესიონალურად გადაწყვეტა, საჭიროების შემთხვევაში კომპლექსური შემთხვევების შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
  • ინფორმაციის მიწოდება: მიაწოდოს მომხმარებლებს ზუსტი ინფორმაცია ჩვენი პროდუქტების, სერვისების, აქციებისა და პოლიტიკის შესახებ;
  • ანგარიშის მენეჯმენტი: დაეხმაროს მომხმარებლებს ანგარიშის შექმნაში, გადამოწმებაში, პაროლის გადატვირთვაში და ანგარიშის ინფორმაციის განახლებაში;
  • ტრანზაქციის მხარდაჭერა: დაეხმაროს მომხმარებლებს განაღდების პროცესებში, ტრანზაქციების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველსაყოფად;
  • შესაბამისობა: დაიცვას კომპანიაში არსებული პოლიტიკა, პროცედურა და მარეგულირებელი მოთხოვნა, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებლიან სათამაშო პრაქტიკას.
  • უკუკავშირის შეგროვება: მიიღოს მომხმარებელთა უკუკავშირი და შეატყობინოს მენეჯმენტს საერთო საკითხების ან წინადადებების შესახებ, რაც მიმართული იქნება პროცესების გაუმჯობესებისკენ;
  • დოკუმენტაცია: კომპანიის CRM სისტემაში კლიენტებთან ურთიერთობისა და ტრანზაქციების დეტალური და ზუსტი ჩანაწერების შენარჩუნება;
  • გუნდური თანამშრომლობა: მჭიდრო თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან და დეპარტამენტებთან, რათა უზრუნველყოთ გუნდური და მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება;

მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების, ქოლ ცენტრის  ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
  • ინგლისურად წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები (B2 დონეზე);
  • აუცილებელია მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია აზარტული თამაშების ინდუსტრიის რეგულაციებისა და პასუხისმგებელი სათამაშო პრაქტიკის კარგად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დინამიურ სამუშაო გარემოში ადაპტირების უნარი;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: cssgambling@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი განცხადების მიღების ვადა: 31 ივლისი

კომპანია  მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.