დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი ზღაპარი
მივლინება: არა ხელფასი: 450 +ბონუსი
ადმინისტრაცია: დიასახლისი
კომპანია ,,ზღაპარი” 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში: ზემო ფონიჭალა შავნაბადას ასახვევიდან 100 მეტრში

სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო: სრული 09:00-18:00 და 11:00-20:00 სთ ცვლა
დასვენების დღე :კვირაში ორი დასვენების დღე ურთიერთშეთანხმებით
ანაზღაურება : 750₾ + ბონუსი თემქა რომელაშვილის #17:
სამუშაო დრო: სამშაბათი;შაბათი და კვირა 12:00-21:00სთ
ანაზღაურება : 450₾ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტში სისუფთავის დაცვა. (იგულისხმება სავაჭრო ფართის და სველი წერტილების დასუფთავება (გარდა თაროების და მაცივრებისა))

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 22 66 40. ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.