კონსულტანტი

სამტრედია სრული განაკვეთი ზღაპარი
მივლინება: არა ხელფასი: 720 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სამტრედიის ფილიალში რესპუბლიკის ქ. №13

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00/15:00-24:00
  • დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
  • ანაზღაურება: 720 ₾+ ბონუსი
  • ღამის სმენაში მუშაობისას კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას

მოვალეობები:
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
  • მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში.
  • პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
  • წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება-არ არის სავალდებულო
  • დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge
(სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)
ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 207 117 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)

გაცნობებთ, რომ შპს „ზღაპარი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად