მოლარე-კონსულტანტი/საზაფხულო დასაქმება

თბილისი სრული განაკვეთი ზღაპარი
ხელფასი: 1000
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე

კომპანია ,,ზღაპარი” 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურეობა, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას   მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე საზაფხულო დასაქმებით თბილისის ფილიალებში.


სამუშაო პირობები: 

  • 12:00-24:00 სთ ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება
  • 11:30-23:30 სთ ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება(საბურთალოს ფილიალებში)
  • ანაზღაურება  1000₾ -დან ასევე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა(დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე)


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
  • სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
  • საკუთარი სექციის  შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე) 
  • დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი. 


ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია  ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ 

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ   დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 22 66 40 (გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ)

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge .

       გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.