გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Kontakt Home
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ„კონტაქტ ჰოუმი“ -ში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს

,,კონტაქტ ჰოუმი’’ არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი

გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება :
  • მომხმარებლის მომსახურება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
  • ფილიალში წარმოდგენილი პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სექციაში პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა ამობეჭდვა და განთავსება;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი, აღნიშნულის დახლზე გადანაწილება,განახლება და შევსება;
  • მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის მენეჯერთან დაფიქსირება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს, რომელსაც აქვს:
  • მოტივაცია, ორგანიზებულობა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • სასურველია, უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • ინგლისური, თურქული/რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს : დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; ( ინდივიდუალური და საოჯახო)
  • Fitpass;
  • წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
  • კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 3 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი ”).
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს