სლოტ ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი bet25.live
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, თურქული
კაზინო/აზარტული თამაშები: სლოტ ოპერატორი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. 

"bet25" აცხადებს ვაკანსიას სლოტ ოპერატორის  პოზიციაზე.  
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქ. ბათუმი 
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)  
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე. 
უშუალო ხელმძღვანელი:  ჰოლ მენეჯერი  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
  • მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება; 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; 
  • მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება; 
  • ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 
  • პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში; 
  • საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; 
  • თურქული და ინგლისური  ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სლოტ ოპერატორი". 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.